ახალი ამბები

ხაშურში საბავშვო წიგნის ფესტივალი „ასფურცელა“ მიმდინარეობს

ხაშურში საბავშვო წიგნის ფესტივალი „ასფურცელა“ მიმდინარეობს.

ფესტივალი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში 12:00 საათზე დაიწყო.

საბავშვო ლიტერატურის მოყვარულებს მასპინძლობენ გამომცემლობები: „არტანუჯი“, „ინტელექტი“, „პალიტრა L“, „მანდარინი“, „მახარობელი“. მიმდინარეობს წიგნების გამოფენა გაყიდვა მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

სტუმრებს ხვდებიან საბავშვო მწერლები: ირმა მალაციძე, მურად მთვარელიძე, კლარა გელაშვილი, მარიამ წიკლაური, ნანიკო ბურდული, გივი ჩიღვინაძე, მარიამ გახელაძე, ნატო დავითაშვილი, ლელა გაბური, ლილი ალფაიძე, თეა თოფურია, ნინო ლომიძე, ნათია ჯანაშია.

გარდა ამისა დაგეგმილია:

  • 16:30 – თოჯინების თეატრის წარმოდგენა – ირმა მალაციძე „სატკბილეთის ქვეყანა“;
  • 17:10 – ანიმატორების შოუ/კოსტუმირებული პერფორმანსი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.