კვირაში 40-საათიანი მუშაობის შემთხვევაში, ფცის საჯარო სკოლა დამლაგებელს თვეში 160-170 ლარს გადაუხდის, – ამის შესახებ სკოლის მიერ მასწავლებელთა ვებ.გვერდზე დადებული განცხადებიდან ვიგებთ.
სკოლის განცხადებით, მათ ერთი დამლაგებელი სჭირდება, რომელსაც სამუშაოს 10 ოქტომბრამდე სთავაზობენ.
სკოლამ ვაკანსიის შესახებ განცხადება 1 ივნისს გამოაცხადა და განაცხადების მიღების ბოლო თარიღად 30 ივნისი განსაზღვრა.
“სამუშაოს დაწყების თარიღია 3 ივლისი; სამუშაო საათები: 40 სთ/კვირაში; სავარაუდო ხელფასი: 160-170 ლარი თვეში”, – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი