გორის მერიამ 2022 წლიდან დღემდე 32 688 ლარის კონდიციონერები იყიდა.
როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, შეძენილი კონდიციონერების ნაწილი – კედლის, ნაწილი კი დასადგამი იყო.
ჯამში, საანგარიშო პერიოდში, უწყებას 10 გამაგრილებელი მოწყობილობა აქვს ნაყიდი.
2022 წელი: მერიამ შეიძინა 7 კონდიციონერი
6 გამაგრილებელი მოწყობილობისთვის, შპს “ელ შოპს” გადაუხადა 10 888 ლარი. შეძენილი კონდიციონერები, ხელშეკრულების მიხედვით, დამონტაჟდა საკრებულოს შენობაში;
1 გამაგრილებელი მოწყობილობისთვის შპს “დაგრუპს” გადაუხადა 1 478 ლარი. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი გორის მერიის შენობა იყო.
1 გამაგრილებელი მოწყობილობისთვის 2 444 ლარი გადაუხადა შპს “ელ შოპის” და კონდიციონერი კვლავ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის იყო განკუთვნილი.
2023 წელი: მერიამ 3 დასაგდამი კონდიციონერი შეიძინა
3 გამაგრილებელი მოწყობილობისთვის მერიამ შპს “ელ შოპი” გადაუხადა 16 200 ლარი.
ხელშეკრულების მიხედვით, 2 კონდიციონერი დამონტაჟდა მერიის შენობაში, ხოლო 1 საკრებულოში.
აღსანიშნავია, რომ მერიამ კიდევ აპირებს გამაგრილებელი მოწყობილობების დამატებას. უწყებას ამ ეტაპზე 2 900 ლარი აქვს გამოყოფილი და 1 კედლის კონდიციონერის შეძენას გეგმავს. ამ მიზნით, უწყებას ტენდერიც ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო და ვერ შედგა.