გორის მერიის ცნობით, მალე დაიწყება 9 მრავალსართულიანი კორპუსის ეზოების რეაბილიტაცია.
უწყების ცნობით, ეზოების სარებილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია:
- ჭავჭავაძის გამზირი №47-ში
- აღმაშენებლის გამზირი №44-ში
- აღმაშენებლის გამზირი №46-ში
- ბაქოს ქუჩა №2-ში
- რუსთაველის №49-ში
- სტალინის გამზირი №8-ში
- სტალინის გამზირი №13-ში
- ამილახვრის ქუჩა №23-ში
- ნადირაძის №15-ში
როგორც მერია წერს, ამ ეტაპზე ეზოები თამარ მეფის გამზირის №33-ში და სუხიშვილის ქუჩის №18-სა და №20-ში ეწყობა.
სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
“თორმეტივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-ით ფინანსდება. პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია”, – აღნიშნავს მერია.
დატოვეთ კომენტარი