ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სანიაღვრე არხების მოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო.
მერია სანიაღვრე არხების მოწყობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით 6 დასახლებაში აპირებს:
- ქარელში ჭავჭავაძის ქუჩის შესახვევში, ღირებულებით 4 985 ლარი.
 - ქარელში თამარ მეფის ქუჩა N51 – ში მდებარე საერთო საცხოვრებლის ეზოში, ღირებულებით 2 230 ლარი.
 - სოფელ დირბში, ღირებულებით 11931 ლარი.
 - სოფელ ურბნისში (ტაძრის მიმდებარედ), ღირებულებით 3 446 ლარი.
 - სოფელ აბისისთავში, ღირებულებით 9 629 ლარი.
 - სოფელ სასირეთის, ღირებულებით 17 223 ლარი.
 
სოფლების შემთხვევაში, მერიის გათვლით, არხებს ადგილობრივები სარწყავი წყლისთვისაც გამოიყენებენ.
		დატოვეთ კომენტარი
		
	
			
	
				
				
	










