ახალი ამბები

ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება – ხაშურის მერია 

ხაშურის მერიის ცნობით, ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი,  რომლის ღირებულებაც 803 897 ლარია, დასრულების სტადიაშია.

“პროექტის ფარგლებში ეწყობა გარე განათებები, ფანჩატური, სარბენი და ველო ბილიკები. უკვე დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სკამები, მაგიდები და ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები”, – წერს ხაშურის მერია. 

უწყების ცნობით, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, პირველ რიგში, ამფითეატრის მშენებლობაა გათვალისწინებული.

ამავე თემაზე: როგორი იქნება ზემო სერის ტყე-პარკი აღდგენის შემდეგ – ფოტოები

შეგახსენებთ, რომ ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტი 9 თვის წინ დაიწყო. სამუშაოებს შპს “დაგი” და შპს “მშენებლი” ახორციელებენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.