ახალი ამბები

ხაშურელი მწვრთნელის მოჭიდავეებმა ევროპირველობაზე 7 მედალი მოიპოვეს

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები ევროპის პრიზიორია.  ალბანეთში დასრულებულ კონტინენტურ პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობში 17 წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

ხაშურელი მწვრთნელის, გიორგი კვინიკაძის მოჭიდავეებმა ევროპირველობაზე 7 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

  • გიორგი მაისურაძე – 51 კგ.
  • სანდრო ყურაშვილი – 92 კგ.
  • მათე ცინაძე – 45 კგ.
  • გეგი ონიანი – 48 კგ
  • არშაკ ლულუკიანი – 55 კგ.
  • კონსტანტინე პეტრიაშვილი – 80 კგ.
  • ალექსანდეა აბრამიშვილი – 110 კგ.

მწვრთნელის ცნობით, ნაკრების 10 წევრიდან 9 დებიუტანტი იყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი