ახალი ამბები

ხაშურის N3 სკოლა ინტელექტუალური თამაშის „ბიგ რაუნდის” გამარჯვებული გახდა

ხაშურის #3 საჯარო სკოლის გუნდი ინტელექტუალური თამაშის “ბიგ რაუნდის” გამარჯვებული გახდა. 

ხაშურის მერიის ცნობით, თამაშის ფინალური შეხვედრა ქობულეთში გაიმართა. საპრიზო ადგილები კი ხაშურის მესამე, ქვიშხეთის და ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლებმა გაინაწილეს. 

  • პირველი ადგილი: ხაშურის #3 საჯარო სკოლა;
  • მეორე ადგილი: ქვიშხეთის საჯარო სკოლა;
  • მესამე ადგილი: ხაშურის #7 საჯარო სკოლა;

“სპეციალური ტიტულით “სეზონის აღმოჩენა”დაჯილდოვდა ქვიშხეთის საჯარო სკოლა”, – აღნიშნავს ხაშურის მერია. 

“ბიგ რაუნდი” ხაშურის მუნიციპალიტეტში ყოველ სასწავლო წელს ტარდება და მასში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი