ახალი ამბები

გორიდან უფლისციხემდე ველომარათონი გაიმართება 

გორიდან უფლისციხემდე ველომარათონი გაიმართება. 

“უფლისციხე 2023” 25 ივნისს არის დაგეგმილი. ველომარათონი 08.00 საათზე, საკრებულოს შენობასთან შეკრებით დაიწყება. 

  • 08:00 – შეკრება, სტალინის გამზ #16, საკრებულოს შენობა
  • 08:30 – ინსტრუქტაჟი
  • 09:00 – გასვლა
  • 10:30 – უფლისციხის მონახულება
  • 12:00 – იოგას სესია დამწყებთათვის
  • 13:00 – გორის თეატრის სახალისო პერფორმანსები
  • 14:30 – უფლისციხიდან გორისკენ წამოსვლა

“ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, 15 წლიდან ზემოთ. მონაწილეებმა სასურველია თან იქონიოთ საკუთარი ველოსიპედი, პარალონი და წყალი”, – აღნიშნავს გორის მერია. 

მისივე ცნობით, ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს, უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის, გორის ველომოყვარულთა კლუბის, სოფიოგას და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით იმართება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.