ახალი ამბები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შიდა ქართლიდან 3 პედაგოგი მოხვდა 

2023 წლის წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია. ათეულში ქვეყნის მასშტაბით მოხვდნენ პედაგოგები სხვადასხვა რეგიონებიდან.  

შიდა ქართლიდან საუკეთესო ათეულში სამი მასწავლებელი მოხვდა: 

  • ლელა წურწუმია – გორის მე-12 სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის და ისტორიის პედაგოგი; 
  • ნინო ფსუტური – გორის მე-8 სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი; 
  • ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის შპს “ბესიკ ნიპარიშვილი” მრავალპროფილური სკოლა-გიმნაზისს “მე და საზოგადოების”, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი. 

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.