კასპის მერიაში 10 სამსახური მუშაობს, რომლებიც საქმიანობას მათ ქვეშ არსებულ განყოფილებებთან ერთად ახორციელებენ, – როგორაა განსაზღვრული კასპის მერიაში მომუშავე ხელმძღვანელი პირების ხელფასები, ამის გასარკვევად “მოზაიკამ” საკრებულოს მიერ 19 მაისს მიღებული დადგენილება შეისწავლა.
დოკუმენტის მიხედვით, ხელმძღვანელი პირების ხელფასები კასპის მერიაში ასეთია:
- სამსახურის უფროსი – 2 057 ლარი;
- განყოფილების უფროსი – 1 694 ლარი.
ამჟამად, კასპის მერიის 9 სამსახურის დაქვემდებარებაში ჯამში 5 განყოფილებაა და მათი ხელმძღვანელების ხელფასებზე, ყოველთვიურად 8 470 ლარი იხარჯება.
სამსახურის დასახელება | განყოფილების ოდენობა |
1. ადმინისტრაციული სამსახური | 1 |
2. იურიდიული სამსახური | 0 |
3. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური | 0 |
4, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური | 1 |
5. ეკონომიკური განვითარების სამსახური | 1 |
6. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური | 0 |
7. ზედამხედველობის სამსახური | 2 |
8. შიდა აუდიტის სამსახური | 0 |
9. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური | 0 |
10. ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახური | 0 |
აღსანიშნავია, რომ გორთან შედარებით და ქარელთან შედარებით, კასპის მერია სამსახურების დაქვემდებარებაში გაცილებით ნაკლები განყოფილებები აქვს შექმნილი.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერს და მის მოადგილეებს, დადგენილების მიხედვით:
- მერის ხელფასი 5571 ლარია;
- მერის პირველი მოადგილის – 4235 ლარი;
- მერის მოადგილის – 3872 ლარი.
ჯამში, ერთ თვეში კასპის მერიის ხელმძღვანელი პირების ხელფასებზე 42 718 ლარი იხარჯება.