გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციის შენობის წინ ქვეითთა გადასასვლელი მოეწყობა, – ამის შესახებ საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და მერიას, აღნიშნულ ტერიორიაზე შესაბამისი საგზაო მონიშვნების გაკეთების უფლება მისცეს.
“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხო, შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. გორში, კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე, კომბინატის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე (საპატრულო პოლიციის შენობის წინ) ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოიყოს ადგილი და განთავსდეს საგზაო ნიშნები – 5.19.1, 5.19.2. „ქვეითთა გადასასვლელი“, – ნათქვამია განკარგულებაში.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეითთა გადასასვლელის და საგზაო ნიშნების განთავსების სიტუაციური სქემის პროექტი შეთანხმებულია საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოსთან.