ახალი ამბები

გორის ეპარქიამ ინტერნეტ ტელევიზია “სტუდია ოქონა” შექმნა 

გორისა და ატენის ეპარქიამ ინტერნეტ ტელევიზია “სტუდია ოქონა” შექმნა. 

სიახლის შესახებ ინფორმაცია ამავე სახელმწიდების გვერდმა ფეისბუქზე გაავრცელა. გამოქვეყნდა ‘სტუდია ოქონას” პირველი გადაცემაც, რომელსაც “საუბარი მოძღვართან” ჰქვია.

როგორც ინტერნეტ ტელევიზიის განცხადებიდან ვიგებთ, “სტუდია ოქონა” გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა კურთხევით შეიქმნა.

“გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა კურთხევით, შეიქმნა და ინტერნეტ სივცერში გავიდა ,,სტუდია ოქონას” გადაცემები. სტუდია შემოგთავაზებთ მრავალფეროვან, შემეცნებით, საეკლესიო და საერო გადაცემებს. სტუდიის სამუშაო პერიოდში დაგეგმილია საგანმანათლებლომიმართულება, სადაც ახლაგაზრდები უსასყიდლოდ შეისწავლიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები