ახალი ამბები

მარათონული გარბენი კასპშიც გაიმართება 

3 ივნისს, მარათონული გარბენი კასპშიც გაიმართება. 

სპორტის დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით, მარათონი კოსტავას ქუჩაზე მოეწყობა. 

“ასაკი და სქესი შეზღუდული არ არის. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ  3 ივნისს დილის 11 საათიდან ქ.კასპის კულტურის სახლთან”, – წერს კასპის მერიის ა(ა)იპ. 

უწყების ცნობით,  გამარჯვებულთათვის დაწესებულია სამახსოვრო პრიზები და ფულადი ჯილდოები.

მარათონი კასპში 12 საათზე დაიწყება. 

დატოვეთ კომენტარი