24 საათი ვმუშაობ და რატომ არ უნდა მომემატოს ხელფასი – ამბობს ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი. სერგო ლალიაშვილი ამბობს, რომ დაბალი ხელფასების გამო, მერიაში პროფესიონალი კადრები პრობლემაა.
“ჩემს სამსახურს მოგიყვანთ მაგალითად. ბოლო 6 თვის განმავლობაში, 8 თანამშრომელი მყავდა და 2 კერძო სექტორში გადავიდა. ჩვეულებრივად მერია პროფესიონალი კადრების პრობლემის წინაშე დგას. მე მაგალითად, როგორც სამსახურის უფროსი, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობ, რა ვიცი, რატო არ უნდა ვიმსახურებდე ნორმალურ ანაზღაურებას”, – განაცხადა სერგო ლალიაშვილმა.
მერიაში ხელფასების მატებას ოპოზიცია აპროტესტებდა, თუმცა მათი კრიტიკის მიუხედავად, “ქართული ოცნების” დეპუტატების ხმათა უმრავლესობით, ხაშურის საკრებულომ მერიის გაზრდილი სახელფასო ფონდი მაინც დაამტკიცა.