ახალი ამბები

გორში ახალგაზრდული კაფე “სფეისი” იხსნება

გორში ახალგაზრდული კაფე “სფეისი” 30 მაისს ოფიციალურად გაიხსნება.

კაფე სიმონ I-ის ქუჩის N1-ში მოეწყო და როგორც დამფუძნებელი ამბობს, ეს იქნება თავისუფალი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც მეცადინეობას, მუშაობას, დროის ნაყოფიერად გატარებას და გართობას შეძლებენ. 

მრავალფეროვანი საღამოს პროგრამები კი ნებისმიერ მსურველს – ზრდასრულსა და ახალგაზრდას დააინტერესებს – მისცემს რა, ყოველდღიური რუტინისგან განტვირთვისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას. 

სფეისი” სოციალური საწარმოა, რომელიც ა(ა)იპ ახალგზარდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებამ დააფუძნა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კაფის დაფუძნება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია “ზედაზენის” მხარდაჭერით მოხდა.

დატოვეთ კომენტარი