ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი იმსახურებს ნობელის პრემიას – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნობელის პრემიას იმსახურებს. მისი თქმით, თუკი ვინმე აღნიშნულ ინიციატივას დააყენებს, ის მხარს დაუჭერს. 

რაზმაძე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი ქვეყანას მშვიდობის შენარჩუნებაში ეხმარება. 

“თუ ვიღაცა წამოაყენებს [ინიციატივას], მე ნამდვილად მხარს დავუჭერ, რომ გადაეცეს. ქვეყნის და არა მარტო, რეგიონის მშვიდობისთვის უდიდესი წვლილი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს. ყველაფერში აბსოლუტურად, ქვეყანა არის მომართული შრომაზე, ეკონომიკის განვითარებაზე. ყველანაირ საფრთხეებს, რაც არსებობს, ვცდილობთ, რომ თავი ავარიდოთ. ყველანაირად ცდილობს, რომ არ იყოს ის დაპირისპირებები, როგორი მოწოდებებიც იყო, რომ ქვეყანა უნდა ჩაბმულიყო უკრაინის ომში. ეს არ არის ჩვენი ომი, ეს არის უკრაინის ომი”, – განაცხადა დავით რაზმაძემ. 

ინფორმაციისთვის, პრორუსმა ვალერი კვარაცხელიამ გამოაქვეყნა პოსტი, სათაურით: “ირაკლი ღარიბაშვილი ნობელის პრემიაზე.” მისი აზრით, ღარიბაშვილი არის მშვიდობის შენარჩუნების გარანტი საქართველოში. 

დატოვეთ კომენტარი