ახალი ამბები

რაჭის ღია პირველობაზე ხაშურელმა მოჭიდავეებმა 4 მედალი მოიპოვეს

რაჭის ღია პირველობაზე, რომელიც ამბროლაურში ჩატარდა,  ხაშურელმა მოჭიდავეებმა 4 მედალი მოიპოვეს. 

“ამბროლაურში ჩატარდა რაჭის ღია პირველობა უმცროსი, რომელშიც  2010-2011 და 2012-2013 წლებში დაბადებული, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.  ამ შეჯიბრზე ხაშურელმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს და დაიკავეს ოთხი საპრიზო ადგილი”, – ამბობს მწვთნელი გიორგი კვინიკაძე.

მისი ინფორმაციით, საპრიზო ადგილები დაიკავეს: 

  • 32 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი გოგალაძემ;
  • 44 კგ. წონით კატეგორიაში გაბრიელ ლეჟავამ;
  • 35 კგ. წონით კატეგორიაში თორნიკე ბასიშვილმა;
  • 38 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ლომსაძემ.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი