ახალი ამბები

უამინდობის გამო, ხაშურში ღონისძიებების ნაწილი ჩაიშალა 

უიამინდობის გამო, ხაშურში ღონისძიებების ნაწილი ჩაიშალა. 

წვიმის გამო,  შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი, გამოფენები, ჭადრაკის ღია პირველობა ამ დრომდე ვერ ჩატარდა. 

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, დანარჩენი ღონისძიებებიც ამინდზეა დამოკიდებული. 

გამოდარების შემთხვევაში, პროგრამა 4 საათიდან განახლდება. 

ამ დროისთვის, დაგეგმილი ღონისძიებებიდან მხოლოდ დროშის აღმართვა და კოსტუმირებული მსვლელობა მოხერხდა. 

ამინდის პროგნოზის მიხედვით, წვიმა მოსალოდნელია გორშიც. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები