კასპში, გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები მალე მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ, – განაცხადა კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ.
მან ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
“ქუჩით მოსარგებლეები გადაადგილებას მალე მოწესრიგებული ქუჩით შეძლებენ, რომელიც მანამდე დაზიანებული და არაკომფორტული იყო“, – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.
ქუჩის რეაბილიტაციისთვის ხაშურის ბიუჯეტიდან 293 484 ლარი იხარჯება. პროექტის მიხედვით, რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ბეტონის ბორდიურები და ეზოში შესასვლელებიც უნდა მოეწყოს.
დატოვეთ კომენტარი