კასპის მუნიციპალიტეტის საქართველოს დამოუკიდებლობის დრეს ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტებით აღნიშნავს.
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მერიამ გაავრცელა.
უწყების ცნობით, ღონისძიებები ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდებარედ გაიმართება.
- 11:00 გმირთა მემორიალის თაიგულით შემკობა;
- 11:00 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი;
- 11:30 საკონცერტო პროგრამის გახსნა – წამყვანის მისალმება;
- 11:45 ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“;
- 12:00 ცეკვა ქართული;
- 12:15 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ლიტერატურული წრის მოსწავლეების მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია;
- 12:30 კასპის სახელოვნებო სკოლის გუნდი;
- 12:40 კასპის სალოტბარო სკოლის გუნდი;
- 12:50 სოფელ აღაიანის ხალხურ საკრავთა გუნდი;
- 13:10 მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლები;
- 15:00 კასპის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი;
- 16:00 კასპის კულტურის ცენტრთან არსებული საყმაწვილო თეატრის წარმოდგენა ,,სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება“.
დატოვეთ კომენტარი