გორის N8 და ურბნისის საჯარო სკოლების გოგონების გუნდმა “ეფსილიონმა” მობილური აპლიკაცია “პლანტარია” შექმნეს.
აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია მცენარის დაზიანებული ნაწილის დასკანერება და მისი დაავადების დადგენა – ინფორმაცის მიღება დაავადების და მკურნალობის მეთოდების შესახებ.
გოგონებმა აპლიკაცია “Technovation girls 2023”-ის ფარგლებში შექმნეს, სადაც მათი პროექტი 3 საუკეთესოთა შორის შეირჩა და ნახევარფინალში გადავიდა. მომდევნო ეტაპზე გოგონები პროექტს საერთაშორისო დონეზე წარადგენენ გამარჯვებული გუნდი კალიფორნიაში გაემგზავრება.
გოგონათა გუნდი “ეფსილიონი” შემადგენლობაში არიან:
- ნია ინდუაშვილი;
- მარიამ ბალახაძე;
- ანანო გივიაშვილი;
- მართა ჩიტუაშვილი;
- ლიზი ედიშერაშვილი.
დატოვეთ კომენტარი