ხაშურში მოქალაქეს თოკზე გაფენილი ბოტასები და სადარბაზოში დაყენებული ველოსიპედი მოპარეს.
“ბიჭის ბოტასები თოკიდან ჩამოხსნეს და ველოსიპედი წაიყვანეს დერეფნიდან”, – გვითხრა ნინო კვინიკაძემ.
ნინოს თქმით, შემთხვევა გასულ თვეს მოხდა.
ნინო ხაშურში, დევნილების დასახლებაში ცხოვრობს და როგორც ამბობს, ქურდობის მსგავსი შემთხვევები ქალაქში ხშირია.
დატოვეთ კომენტარი