23 მაისს, ჯავრიშვილის თვალის კლინიკა “ოფთალმიჯის” ექიმი ქარელში მოქალაქეებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს, – ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“მიიღებიან თვალთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პაციენტები, სათვალის შერჩევის გარდა”.
უწყების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მოხდება პაციენტების ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის, უნაკერო მეთოდით.
უფასო კონსულტაციები 2 საათი გაგრძელდება.
” მიღება ჩატარდება სამშაბათს, 23 მაისს 12-დან 14 საათამდე, ქარელის ადმინისტრაციულ შენობაში. მსურველებმა თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი”, – წერია მერიის განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი