მოსახლეობას სადგურის დასახლებიდან ხიდისთავამდე გარე განათების მოწყობა სურს.
მოქალაქეთა ამ მოთხოვნის შესახებ, გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ იმსჯელა და როგორც ოქმიდან ვიგებთ, ეს ინიციტივა გორის მერსაც გააცნო.
“მოსახლეობის ერთ ერთი ინიციატივა იყო გორში, სადგურის დასახლებაში გარე განათების მოწყობა, რაზეც ბატონმა მერმა აღნიშნა,რომ სადგურის დასახლებიდან სოფელ ხიდისთავამდე გარე განათების მოწყობისათვის საჭირო პროცესი დაწყებულია”, – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, დაკო მურადაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი