ახალი ამბები

არ მირჩევია ჰოსპიტალიზაცია, რადგან ბავშვი ნორმალურად იყო – მკურნალი ექიმი

ბავშვი იყო გაუმჯობესებულ მდგომარეობაში და გამონაყარიც ალაგებისკენ იყო, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი ნანა ნინიაშვილი.

მისი თქმით, ბავშვს სავარაუდოდ ჩუტყვავილას შეტევა მეორე ეტაპად განუვითარდა.

“არსებობს ასეთი შემთხვევა, როდესაც ვითარდება მეორე ტალღა და ვფიქრობ, რომ ეგ მოხდა ახლაც. ამ დროს, ადამიანს გამონაყარი უვითარდება ორგანიზმში და ეს იწვევს სეპტიურ შოკს”, – აღნიშნავს ექიმი.

ნანა ნინიაშვილი ამბობს, რომ ბავშვი ბოლოს ორშაბათს გასინჯდა და მაშინ მისი მდგომარეობა ნორმალური იყო.

“იყო გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გამონაყარი იყო ჭარბი, მაგრამ ალაგების ეტაპზე. ფილტვებში მოვუსმინე, გულის სუნთქვა ნორმალური იყო, ფილტვები ნორმალური იყო, ბავშვი აქტიური და ადეკვაქტური იყო. ცუდად რომ ყოფილიყო, ბავშვს ბინაზე არ გავაჩერებდი”, – ამბობს ექიმი.

ინფორმაციისთივის, გორში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ჩუტყვავილის გართულებული ფორმა დასახელდა. გარდაცვალების მიზეზებს სხვადასხვა უწყებები იკვლევენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.