ახალი ამბები

ხაშურის საბავშო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 18 საბავშო ბაღში აღსაზრდელების რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

ხაშურის ბაღების გაერთიანების ცნობით,  აღსაზრდელთა რეგისტრირებისთვის შემდეგი სახის დოკუმენტაციაა საჭირო:

  • მშობლის განცხადება საბავშო ბაღში მიღების თაობაზე, მშობლის ან მეურვის პირადობის ასლებით;
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ბავშვის ჯამთელობის ცნობა ფორმა 100
  • 2 ფოტო სურათი (3/4)
  • სოციალურად დაუცველის ან დევნილობის მოწმობა თუ წარმოადგენს ამ კატეგორიას
  • შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის შემთხვევაში, #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი გაცემული რეკომენდაცია საბავშო ბაღში მიღებასთან დაკავშირებით.

ხაშურის ბაღების გაერთიანება განმარტავს, რომ საბავშო ბაღში ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ პირებს:

  • რომლებიც ცხოვრობენ საბავშო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • საბაშო ბაღის თანამშრომლის შვილებს;
  • დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
  • ერთი ოჯახის დედმამიშვილებს;
  • ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ, მაგრამ მუშაობენ საბავშო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი