სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გორში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, მოკვლევა დაიწყო.
სააგენტომ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ექიმის მიერ უყურადღებობას და დაგვიანებულ მკურნალობას.
მომხდარს ასევე სწავლობს, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც.
ინფორმაციისთვის, 4 წლის თომა წიქარიძის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, ჩუტყვავილას გართულებული ფორმა სახელდება. ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ექიმის მიერ არასწორი მკურნალობის გამო, ბავშვს სეფსისი განუვითარდა და გარდაიცვალა.
დატოვეთ კომენტარი