ცხრამუხის დედათა მონასტერზე თავდასხმისა და მონაზვნის გაუპატიურებისთვის დაკავებულებს 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ. გადაწყვეტილება ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.
შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა. ორი პირი მონასტერს თავს დაესხა, გაძარცვა და მონაზონზე სექსულაურად იძალადა.
სამართალდამცავებმა 27 წლისა და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ძალადობით ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარეობდა.
დატოვეთ კომენტარი