ახალი ამბები

რა ღონისძიებებია დაგეგმილი მუზეუმების საერთაშორისო დღეს გორში 

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. 

მუზეუმის  ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამთვარიელებელს მუზეუმში მისვლა 10:00 საათიდან შეეძლებათ.  

დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკი ასეთია: 

  • 10:00 ღია კარის დღე; 
  • 14:00 გამოფენა, შიდა ქართლის ბიომრავალფეროვნება, ჰერბარიუმი მუზეუმის ფონდიდან; 
  • 16:00 პანელური დისკუსია ახალგაზრდები მუზეუმის მდგრადობისთვის; 
  • 17:00 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის პროექტის “ვიკვლევთ მეწარმეობას” მონაწილე მოსწავლეთა ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. 
  • 19:00 სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობთ. 
დატოვეთ კომენტარი