ახალი ამბები

კავთისხევში სკვერი და მემორიალი მოწესრიგდება – პროექტის ბიუჯეტი 326 384 ლარია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში სკვერი და მემორიალი მოწესრიგდება. მერიამ ამისთვის ბიუჯეტიდან 326 384 ლარი გამოყო.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია:

  • ტერიტორიის შესასვლელთან გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობა;
  • მთავარი შესასვლელის მხრიდან არსებული ღობის რეაბილიტაცია და სკვერის შემოღობვა;
  • არსებული ბილიკების, კიბეების და მოედნის რეაბილიტაცია, რკინა-ბეტონის საფარის მოწყობით, დაკაწრული ზედაპირით და პანდუსით;
  • სპორტული სივრცის მოწყობა, ტრენაჟორებით და ტენისის მაგიდით;
  • საბავშო სივრცის მოწყობა ატრაქციონების;
  • ტერიტორიაზე განლაგებული ლოდების წინ დასაჯდომი წრიული კუნძულების, ფანჩატურის და ხეივანის მოწყობა;
  • მემორიალის მოპირკეთება და სადროშეების შეცვლა ახლით, წინ კი დასაჯდომი სკამები მოწყობა;
  • მცენარეების დარგვა და განათების მოწყობა.

“საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულია მონუმენტები, რომლებზეც შეინიშნება მცირე დაზიანებები. მემორიალის მიმდებარედ დაზიანებულია საფარი და საძირკველი ბეტონის გამოფიტულია. ტერიტორიაზე არსებული ბილიკები დაბზარულია, რომელიც დაფარულია სარეველა ბალახით. დაზიანებულია შესასვლელი ჭიშკარი, ტერიტორიას არ გააჩნია პერიმეტრული შემოღობვა”, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი