ხაშურის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა 22 000 ლარიანი შემოსავლით, ერთ წელში, 87 000 დოლარის ქონება იყიდა.
ომარ ლომიძე პარტია “ლელოს” წევრია და ხაშურში ფრაქცია პარტიის “საქართველოსთვის” წევრებთან ერთად აქვს შექმნილი. ის ამ ფრაქციის “ხაშურისთვის” თავმჯდომარის მოადგილეა.
მისი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ხაშურის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბიუჯეტიდან 3 ხელფასს იღებს, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე და როგორც მწვრთნელი და როგორც მასწავლებელი:
- ხაშურის სასპორტო სკოლიდან, როგორც მწვრთნელ- მასწავლებელმა, 3 000 ლარი აიღო;
- ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლიდან, როგორც მწვრთნელმა, 3 579,83 ლარი აიღო;
- ხაშურის საკრებულოდან, როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, 15 565,44 ლარი აიღო.
ჯამში, ერთ წელში, მისმა შემოსავალმა 22 144 ლარი შეადგინა. ამ შემოსავლის ფონზე კი, მან ერთ წელში 87 000 დოლარის უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა. კერძოდ, 2022 წლის 3 იანვრიდან 2023 წლის 6 იანვრის ჩათვლით, ლომიძემ 2 ავტომობილი, 2 ბინა და 1 მიწის ნაკვეთი იყიდა.
- ბინა თბილისში 35 000 დოლარად;
- ბინა ხაშურში 28 000 დოლარად;
- მიწის ნაკვეთი ცხრამუხაში 10 000 დოლარად;
- ავმოტობილი BMW 8 000 დოლარად;
- სატვირთო მანქანა FORD 4 000 დოლარად.
აღსანიშნავია, რომ ომარ ლომიძეს დეკლარაციების მიხედვით, დანაზოგი არ ჰქონია. შესაბასმისად, დეკლარაციაში ასახული მონაცემების სიზუსტეს თუ დავუჯერებთ, მან 22 000 ლარიანი შემოსავლით, ერთ წელში, 87 000 დოლარის ქონების ყიდვა შეძლო.