“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხაშურის ორგანიზაციის თავჯდომარე არ შეიცვლება და ამ პოსტზე როინ მახარობლიძე დარჩება”, – ამის შესახებ “მოზაიკას” პარტიაში უთხრეს.
როგორც ენმ-ის წევრი ეკა პაპუაშვილი გვეუბნება, ხაშურში ახალი თავმჯდომარის არჩევნები არ ჩატარდება.
“ჩვენი პარტიის წევრებმა ისევ როინ მახარობლიძის კანდიდატურა წარვადგინეთ, სხვას თავჯდომარეობაზე სურვილი არ გამოუთქვამს”, – ამბობს ეკა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარტიაში რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების არჩევნები ტარდება, რომელიც 20 მაისამდე უნდა დასრულდეს.
დატოვეთ კომენტარი