“მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ქალაქის მთავარ გამზირს სტალინის სახელი ჰქვია”, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, უნდა გადაერქვას თუ არა სტალინის გამზირს სახელი.
გორის მერის განმარტებით, ამ დროისთვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
” ჩემი პირადი აზრია, რომ არა მაქვს ამაზე პრობლემას და ვერც ვხედავ რაიმე ცუდს, იმაში რომ სტალინის სახელობის გამზირი გვაქვს, რაც შეეხება ძეგლის დაბრუნების საკითხს, არც ეგ განიხილება”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი აქტუალური განსაკუთრებით 9 მაისს ხდება ხოლმე. უკვე წლებია სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ქალაქის მთავარ გამზირს საბჭოთა დიქტატორის სახელი გადაერქვას.