ახალი ამბები

გორის მერიამ საპროექტო დოკუმენტაციების მოსამზადებლად 14 460 ლარი გადაიხადა 

გორის მერიამ სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების გასახორციელებისთვის, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს “გს-ან”, რომელმაც უნდა მოამზადოს 37 სოფელში დაგეგმილი სხვადასხვა სამუშოებისთვის საპროექტო დოკუმენტაცია. 

ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნულმა კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი სამუშაოების-სასმელი წყლების, შემოღობვის სამუშაოების, გზების და ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 

მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ძირითადად ისეთი პროექტები შეირჩა, როგორიცაა სასაფლაოს შემოღობვა, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა და გზების მოწესრიგება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.