გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორი ახალი წევრი შეემატა.
ზურა მაჭარაშვილმა და თაკო თინიკაშვილმა საკუთარი ინიციატივები და რეკომენდაციები სხდომის სხვა წევრებს დღევანდელ შეხვედრაზე გააცნეს.
“თინიკაშვილი ახალგაზრდული საბჭოს წევრია. ასევე არის ახალგაზრდული მუშაკი და ჩვენს საბჭოშიც ახალგაზრდული ინიციატივების მიმართულებით იმუშავებს. ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელია მაჭარაშვილიც და ვფიქრობთ, რომ დაგვეხმარება თვითმმართველობის საკითხების მიმართ გავზარდოთ ახალგაზრდების დაინტერესება”, – უთხრა “მოზაიკას” მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე დარეჯან მურადაშვილმა.
საბჭოს ამ დროისთვის 13 წევრი ჰყავს.
დატოვეთ კომენტარი