ახალი ამბები

12 წლის ანნა ჩინჩალაძე წიგნის გამოცემას გეგმავს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ანნა ჩინჩალაძე წიგნის გამოცემას აპირებს.

“ანნა გარდა იმისა, რომ დამწყები მხატვარია, არის უამრავი ჩანახატის და მოთხრობის ავტორი. ანნა აპირებს გამოსცეს წიგნი თავისი ჩანახატების, რომლების მისივე ნახატებით იქნება გაფორმებული”, – ამბობს ანნას დედა მაია მურაჩაშვილი. 

მისი თქმით, ანნას შემოქმედებითი საღამო უკვე ჩატარდა სკოლაში და წიგნის გამოცემის იდეაც მას შემდეგ გაჩნდა. 

“მისი დამრიგებლის, ნანა ხუციშვილის ხელშეწყობით ჩატარდა სკოლაში ანნას ჩანახატების შემოქმედებითი საღამო, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც კი ფინანსურად ამის საშუალება გვექნება, ამ გეგმას განვახორციელებთ” – აღნიშნავს ანნას დედა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი