გორში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა სამხედრო-სალაშქრო მომზადების კურსი დაიწყო.
კურსებში მონაწილეობას 14 წლიდან ასაკის ახალგაზრდები იღებენ.
“ახალწვეულებმა პირველი გასვლის ფარგლებში, მთიან რელიეფზე, 10 კმ- იანი მარშრუტი დაფარეს. ივარჯიშეს ელემენტარულ სამწყობრო მომზადებაში”, – ამბობენ ლეგიონის წარმომადგენლები.
ლეგიონის ოფიციალური პარტნიორია თავდაცვის სამინისტრო.
დატოვეთ კომენტარი