კონსტრუქცია “მე მიყვარს გორი” ქალაქის შემოსასვლელში განთავსდა, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
“მანათობელი წარწერა ავტომაგისტრალზე, გორის შემოსასვლელთან დამონტაჟდა. კონსტრუქცია, რომელიც ქალაქში იყო განთავსებული არაერთხელ დააზიანეს. ვანდალიზმის მორიგი ფაქტის შემდეგ კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ მოხდა მისი აღდგენა და კონსტრუქციის ახალ ლოკაციაზე განთავსება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წარწერა თავდაპირველად გორის ცენტრალურ მოედანზე იდგა, შემდეგ ხელოვნების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს.
დატოვეთ კომენტარი