ახალი ამბები

ხაშურის მერია 3 მანათობელ ბანერში 25 126 ლარს გადაიხდის 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მანათობელი ბანერების “ლაითბოქსის”მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდნ 25 126 ლარის დახარჯვას აპირებს.

დოკუმენტაციის მიხედვით, ბილბორდის კონსტრუქცია უნდა განათდეს მაღალი ხარისხის ევროპული წარმოების, ცივი ნათების 10 ნათურით.

“ბანერები 3 ლოკაციაზე მერიასთან, მუზეუმთან და რკინიგზის სადგურთან განლაგდება”, – გვითხრა ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი