ახალი ამბები

“მელიას გუნდს ვურჩევ, მორჩნენ წუწუნს და იბრძოლონ ივანიშვილის წინააღმდეგ” – ბასიშვილი 

შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი პარტიის შიგნით არსებული უთანხმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ დაპირისპირება არ არსებობს. მისი თქმით, კასპში პარტიის პარტიის წარმომადგნელები, რომლებიც ნიკა მელიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან უსაფუძვლო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

“მას შემდეგ, რაც კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გადადგა, პარტია დარჩა ხელმძღვანელის გარეშე. აქედან გამომდინარე, ძველი ოფისიც გაჩერდა. თავმჯომარის მოვალეობას ვითავსებ მე იქამდე, სანამ ახალი თავმჯდომარე არ იქნება არჩეული. უახლოეს დღეებში გაიმართება არჩევნები. კასპის ორგანიზაციას, ჩვენ აქტიურ თანამებრძოლებს ექნებათ ახალი ოფისი, ბევრად უკეთესი სამუშაო გარემოთი და აქედან გამომდინარე, ვინც თავს თვლის მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის წევრად, ვეპატიჟებით. ოფისის კარი ღიაა. მელიას გუნდის წევრებს ვურჩევ, მორჩნენ წუწუნს, რადგან ეს ხელს უწყობს “ქართული ოცნების” გაძლიერებას. მოვიდნენ, ჩვენთან ერთად იშრომონ და იბრძოლონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბადრი ბასიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ენმ  კასპში უახლოეს პერიოდში ახალი ოფისის გახსნას გეგმავს. 

ორი ოფისი ერთ ქალაქში – ენმ კასპში ახალ ოფისს ხსნის 

ენმ-ში კვლავ განხეთქილებაა – რა ხდება კასპის ორგაზიაციაში? 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.