ახალი ამბები

კასპის მერიამ სააღადგომო ნობათი 362 დევნილ ოჯახს გადასცა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ 362 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა.

როგორც კასპის მერია წერს, მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად,  სოფელ თელიანსა და მეტეხში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში ჩავიდნენ.

“ისინი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სასურსათო ნობათის გაცემის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და დამდეგი დღესასწაული წინასწარ მიულოცეს. ვახტანგ მაისურაძემ, ზურაბ კობაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა სააღდგომო ნობათი, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ბინაზე მიუტანეს”, – წერს კასპის მერია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები