ახალი ამბები

“აქ რომ მოვიგოთ, საქართველოც გაერთიანდებაო” – დავით ქუჩუკიანს ბებნისში დაკრძალავენ 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი მშობლიურ სოფელ ბებნისში გადაასვენეს. ის 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.

ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩავიდა.

“ორი კვირის წინ ვესაუბრე ბოლოს. უნდოდა, რომ თავისი სამშობლო, საქართველო გაერთიანებულიყო. დედა, აქ რომ მოვიგოთ, საქართველოც გაერთიანდებაო, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ერი ვართ, ისე ვერაფერს ვერ გავაკეთებთო, ეს იყო მისი აზრები”, – ამბობს გმირულად დაღუპული სამხედროს დედა.

დავით ქუჩუკიანი გამოცდილი სამხედრო იყო, ის ორჯერ იმყოფებოდა სამშვიდიბო მისიით ავღანეთში. დაღუპულ გმორს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მას 18 აპრილს დაკრძალავენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.