ახალი ამბები

გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღდგომასთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა 

გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ – ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

“გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმის ფონდში დაცული საეკლესიო შინაარსის XVII-XIX საუკუნეების ხელნაწერები და პირველნაბეჭდი წიგნები, საეკლესიო ნაქარგობები და სიწმინდეები. გამოფენა ამაღლების დღესასწაულამდე (25 მაისამდე) გაგრძელდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, მასალების დიდი ნაწილი გორის ოქონის ტაძრის კუთვნილებას წარმოადგენდა და საუფლო დღესასწაულების დროს გამოიყენებოდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.