“მოზაიკას” ინფორმაციით, გორის მე-15 ბაგა-ბაღიდან წაღებულია პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერული ტექნიკა და ძვირადღირებული მუსიკალური აპარატურა.
შეგახსენებთ, რომ კომბინატის დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღი წუხელ გაძარცხვეს. დილით მისულ ბაღის თანამშრომლებს ბაღი გაქურდული დახვდათ. ამ დროისთვის სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ის ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი