გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შავშებსა და ფლავში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები აშენდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე მშენებლობის დასაწყებად, მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 4 583 130 ლარია გათვალისწინებული.
აღნუშნულ სოფლებში საბავშვო ბაღები Design-Build მეთოდით აშენდება. საბავშვო ბაღის შენობა გათვლილი უნდა იყოს 100 ბავშვზე (ოთხ ჯგუფზე) და უნდა მოიცავდესშემდეგ სივრცეებს:
ჯგუფის ოთახი 25 ბავშვზე [გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი , სან კვანძი, სამზარეულო (ბუფეტი);
დირექტორის ოთახი;
პერსონალის ოთახი;
სანკვანძი პერსონალისათვის;
საშხაპე;
დამხმარე (სამეურნეო) სათავსო;
დარბაზი (მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის), ინვენტარის შესანახი სათავსით;
კვების ბლოკი;
სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;
საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი;
თეთრეულის შესანახი სათავსი;
დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;
ცენტრალური შესასვლელი ტამბური;
ჰოლი;
მნის ოთახი;
დაცვის ოთახი.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში უნდა დაასრულოს.