საფეხბურთო გუნდის ,,ქარელის“ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ფორმები და ეკიპირება გადასცეს, – ამ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
უწყების თქმით, ქარელის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფეხბურთელებთან გუნდის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის რეგიონლიგის გათამაშებაში გუნდი ,,ქარელი“ პირველ შეხვედრას დღეს ახალციხის ,,სამცხესთან“, გამართავს
მატჩი გაიმართება გორის ახალბაღის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე.
დატოვეთ კომენტარი