ახალი ამბები

ხაშურის ყველა საჯარო სკოლაში ადაპტირებული გარემო მოეწყობა – ზვიად გოგუაძე 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაწილში ადაპტირებული გარემო ამ დრომდე არაა მოწყობილი. 

“სკოლების პასპორტიზაციის მონაცემებით, 8 სკოლა აცხადებს, რომ სკოლა პანდუსით ადაპტირებული არ არის”, – გვითხრა ხაშურის რესურსცენტრის უფროსმა.

როგორც ზვიად გოგუაძე ამბობს, ამ სკოლებში სრულად ადაპტირებული გარემოს მოწყობას EBRD-ის, MGF-ისა და KFW-ის პროექტები ითვალისწინებს. 

“ამ რვა სკოლის გარდა, სხვა სკოლებს აქვთ სრული ან ნაწილობრივი ადაპტაცია და ამ სკოლებშიც სრული რეაბილიტაციის განხორციელებლის შემდეგ, ხელმისაწვდომი იქნება ადაპტირებული გარემო”, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი