ახალი ამბები

ბებნისის სკოლას საკონფერაციო დარბაზს, კვების ბლოკს და სატრენინგო სივრცეს აუშენებენ 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში, საკონფერენციო დარბაზისთვის, კვების ბლოკისთვის და არაფორმალური განათლებისთვის სივრცეები მოეწყობა, – ამ ინფორმაციას  სკოლის ადმინისტაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ბებნისის სკოლა ქვეყნის მასშტაბით 10 საუკეთესო სკოლასთან ერთად შეირჩა.

“შეირჩა 10 სკოლა, სადაც უნდა განხორციელდეს დამატებითი შეფასებები, ინფრასტრუქტურული გარემო, ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით. სასიხარულოა ის, რომ ბებნისის საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელშიც აღნიშნული პროექტი განცორციელდება. კერძოდ, აშენდება დამატებითი ორ სართულიანი შენობა, დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი, სადაც მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, კვების ბლოკი და სივრცეები არაფორმალური განათლებისთვის”, – წერს სკოლის ადმინისტრაცია. 

ინფორმაციისთვის, ეს პროექტი პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG)  და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის “Particip” მიერ,  აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი