თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან შიდა ქართლის მცხოვრებლები. მათი თქმით, აქციის მთავარი მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა.
ისინი აქციაზე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და იმ 12 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვენ, რომელიც ქვეყანას ევროკომისიამ მისცა.
ენმ-ს წარმომადგენლის, კახა ლობჟანიძის თქმით, რეგიონიდან თბილისში მოქალაქეების ტრანსპორტირება “ნაციონალურმა მოძრაობამ” უზრუნველყო, თუმცა ადგილობრივების ერთი ნაწილი თბილისში საკუთარი რესურსით მოდის.
ცნობისთვის, დღეს, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია იგეგმება.
დატოვეთ კომენტარი